ილონ მასკი: თუ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ვერ გაიმარჯვებს, გერმანია განადგურდება
1757156648
ვინ უჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ რევოლუციურ გეგმას? ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება.
"ღამის კურიერის" ეთერში, ანა წითლიძემ თქვა, რომ არჩევნების ბოიკოტს მხარს მათი უცხოელი პარტნიორებიც უჭერენ.
საპირისპირო განცხადებას აკეთებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით უცხოელებისგან კრიტიკა არ მიუღია.
"ჩვენ დაგვატუსაღეს და ერთი შემთხვევაც არ ყოფილა ვინმესგან - ან ევროკავშირიდან, ან ბრიტანეთიდან, ან შეერთებული შტატებიდან ეთქვას, რატომ იღებთ მონაწილეობასო, ერთი შემთხვევაც არ ყოფილა,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
მმართველ გუნდში კი ოპოზიციის რადიკალურ გეგმებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას პასუხი სამართლებრივი გზით გაეცემა.