საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1734122911
ერთი გრამი ძალაუფლება რომ მივცეთ ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან, როგორც 7 ნოემბერს მოუწყვეს ეგზეკუცია ქართველ ხალხს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.
მისი თქმით, 2012 წელს ხალხმა განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთლიანად იდეოლოგიას, რასაც „ნაცობა“ ჰქვია.
„ამას მაშინ და დღემდე ხელს აფარებენ მათი უცხოელი მფარველები, რომ მათ არ შეეხოთ მართლმსაჯულების ხელი. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე ათეული მაღალჩინოსანი, პრეზიდენტი, პრემიერი გასამართლდა, თუმცა, აქაც ვხედავთ დღემდე, როგორ ცდილობენ გაათეთრონ ეს ყვავივით შავი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკოსები იმისთვის, რომ რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მისცენ. 7 ნოემბრის მსგავსი დღეები გვახსენებს ზუსტად სინამდვილეში ვისთან გვაქვს საქმე. „ნაცობა“ ისევ ისეთივე იდეოლოგიაა. ყველა, ვინც ამ იდეოლოგიის ქვეშაა, არის ისეთი ჯგუფი, რომელიც ყველანაირ ძალადობაზე წამსვლელია. ამიტომ ვამბობთ კიდევაც, რომ ერთი გრამი ძალაუფლება რომ მივცეთ ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან, როგორც 7 ნოემბერს მოუწყვეს ეგზეკუცია ქართველ ხალხს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.