ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, ქართული საზოგადოება გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“.

„თვითლიკვიდაცია გულისხმობს საზოგადოების ნდობის დაკარგვას. ჩვენ ძალიან მძიმე ზეწოლის პირობებში, მათ შორის სანქციების პირობებში, არჩევნებამდეც იყო სანქციები, არჩევნების წინ იყო პირდაპირ უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესებში, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართული საზოგადოება გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც“, - განაცხადა პრემიერმა.