ექიმმა გამოავლინა ალცჰაიმერის ნაკლებად ცნობილი სიმპტომი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ
1734264807
"ძლიერი საქართველოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდ შორის მოლაპარაკებები, მხოლოდ არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით შედგება.
მისვე თქმით, ქვეყანას რომ ახალი არჩევნები სჭირდება, ამაზე საერთაშორისო პარტნიორები ღიად მიუთითებენ.
"ერთადერთი დიალოგი, რომელიც შეიძლება შედგეს, არის დიალოგი, ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. პარტიების გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანია და გზავნილი არის ის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები, პოლიტ პატიმრების გათავისუფლება და დემოკრატიული ტრანზაქცია. არცერთ პარტნიორს სხვა არაფერი უთქვამს, ყველა მათგანი, მათ შორის, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციები ღიად წერენ, რომ ამ ქვეყანას ჭირდება ახალი არჩევნები", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.