მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
საქართველოში არ არის წარმოდგენები პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ისეთი, როგორიც უნდა იყოს და ისეთი, როგორიც უნდა შეესაბამებოდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებას. რაღაცა პრეზიდენტის საქმე არის, რაღაც არა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„სალომე ზურაბიშვილმა თავდაყირა დააყენა ეს ყველაფერი. თავისი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში ეს ადამიანი ცდილობდა, რომ რაღაცნაირად თავისი კომპეტენციის ჩარჩოებში ყოფილიყო, შემდეგ გავიდა არა თუ კომპეტენციის ჩარჩოებიან, არამედ მომსახურების ყველანაირი არეალიდან და სფეროდან.
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც მიხეილ ყაველაშვილს ექნება, არის კომპეტენციის შესაბამისი უფლებამოსილების სწორად ეროვნული ინტერესებიდან და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამომდინარე მოქმედება. ვინაიდან მიხეილ ყაველაშვილი არის ეროვნული, პატრიოტი ადამიანი, ძალიან კარგი მცოდნე პოლიტიკის და იმ საკითხების, რაც ეროვნულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში.
ბოლო წლების განმავლობაში ის დრომაც საქციელმაც , ქმედებამაც, ყველაფერმა გამოცადა. მე მგონია, რომ შესაბამისი კომპეტენციიდან გამომდინარე მისი მოქმედება ეროვნულ ინტერებს მაქსიმალურად მორგებული იქნება. ყველა ასე თვლის გუნდში და ამიტომ ექნება მას მაქსიმალური მხარდაჭერა.
ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ნდობას ვუცხადებთ მას და არა როგორც ჩვენს მეგობარს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი, არამედ ის შეიძლება იყოს ყველაზე სანდო ქვეყნის ინტერესების გატარებაში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.