ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც - მიკო სავოლა

მიკო სავოლა

საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ფინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მიკო სავოლამ მადრიდში, საქართველოსა და ფინეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც.

„საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა. ამ ეტაპისთვის ჩვენ ველით ნატო-ში გაწევრიანებას. რატიფიკაციის პროცესი გრძელდება, 28 ქვეყანამ უკვე მიიღო ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და ახლა მხოლოდ ორის დასტურს ველოდებით. ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა მიკო სავოლამ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მადრიდში შეხვედრებს მართავს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია.