ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 130-ე შეხვედრა 4 თებერვლის ნაცვლად დღეს გაიმართება

ერგნეთი

 ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 130-ე შეხვედრა 4 თებერვლის ნაცვლად დღეს გაიმართება. მხარეები დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტები განიხილავენ. ქართული მხარე კვლავ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას. ასევე იმსჯელებენ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხსა და უკანონო სასაზღვრო ხაზის გავლების შემთხვევებზე.