„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა...“ - მძიმე ავარია თბილისში
1782939096
მსჯავრდადებული პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს. ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, მსჯავრდადებულის ექიმებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ცნობილია, რომ საავადმყოფო ამ შემთხვევაში პაციენტს მხოლოდ ინფრასტრუქტურას უთმობს და მას პირადი მკურნალი ექიმი ეყოლება.
პაციენტის მკურნალობის სპეციფიკასა და სამედიცინო დაწესებულების როლზე ცენტრ "ვივამედის" სამედიცინო დირექტორი განმარტებას აკეთებს.
"მას ისევ ეყოლება მკურნალი ექიმი, შესაბამისად, კლინიკა "ვივამედი" უზრუნველყოფს ყველა იმ ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევების ჩატარებას, რასაც ჩათვლიან საჭიროდ მისი მკურნალი ექიმები," - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.