მძიმე ავარია ახმეტაში - დაღუპულია ორი ადამიანი
1757071720
მინდა, მივმართო მამუკას და ბადრის – მიიღეთ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება „ლელოსთვის“, მთლიანად ოპოზიციისთვის.
„არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩაიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ოპოზიცია. მინდა, მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო სწორედ გათავისუფლების დღეს – მიიღეთ ერთადერთი სწორი, ქვეყნისთვის და არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება ამ ბრძოლის გაძლიერება, ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება „ლელოსთვის“, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველოდები ამ სწორ გადაწყვეტილებას „ლელოსგან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.