„ბევრი შეესწრება ამ მდგომარეობას...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1756757611
სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არც მშვიდობიანი, არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას არავის მისცემს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით პაატა ბურჭულაძისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს ეხებოდა.
კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, სულისკვეთებასა და დამოკიდებულებაზე.
„თვითონ სახელები და გვარები გეუბნებათ ყველაფერს, როგორ შეიძლება, ამ ორი ადამიანის საუბარი სერიოზულად აღვიქვათ? თუმცა, კიდევ ერთხელ, ესეც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი გამუდმებით საუბრობენ დამხობაზე, რევოლუციაზე. მერე რა, რომ არ გამოსდით, ეს ყველაფერი მაინც მეტყველებს მათ სახეზე, მათ სულისკვეთებასა და დამოკიდებულებაზე. ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები. ბუნებრივია, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არც მშვიდობიანი, არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას არავის მისცემს. როგორც ვპირდებოდით საზოგადოებას მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ამის საშუალებას არავის მივცემდით და ვასრულებდით პირობას, ასევე ვპირდებით ახლაც და ამ პირობასაც აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.