პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუსეთიდან ასეთი დიდი ოდენობის თანხები დღეს ერიცხებოდეს საქართველოში ადამიანს, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა და ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ კულტურულ აქტივობებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებული?“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
"წლების განმავლობაში არაერთხელ გვითქვამს, რომ ელენე ხოშტარია არის დაკავშირებული რუსეთის შესაბამის წრეებთან. ამის თაობაზე ყოველთვის იყო მისი მხრიდან მცდელობა, რომ ეს რაღაცნაირად თავიდან აეცილებინა, თითქოს ჩვენ ცილს ვწამებდით. ეს ადამიანი არის რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტი, ვიცით, სად მიიღო მან განათლება და იქ როგორ ხვდებოდნენ ადამიანები. კიდევ აქეთ მმართველი გუნდისკენ იშვერს ხელს. არანაირ ეთიკურ და მორალურ ნორმებში არ ჯდება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციური პარტია ,,დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია უარყოფს.
,,სიმონ ვირსალაძე, რომელიც არის საქართველოს საამაყო მსოფლიო მასშტაბის მხატვარი, რომლის ჰონორარებსაც იღებს მამაჩემი. ჩემი ოჯახი, რომელიც მთელი ცხოვრება, 38 წლის რეპრესიებიდან დაწყებული დღემდე ებრძვის რუსულ სახელმწიფოს და რუსულ ოკუპანტ რეჟიმს. გადაწყვიტეს, რომ აქ დაიწყონ ბინძური კამპანია.ვერცერთი დეზინფორმაცია ჩემს ბრძოლას ოლიგარქებთან ვერ შეაჩერებს", - აცხადებს ხოშტარია.