მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისი თანამდევი კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდება.
„საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პერსონალურ მონაცემთა სამსახური და ანტიკორუფციული ბიურო როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციები აღარ იფუნქციონირებენ და მათ საქმიანობას კონსტიტუციური ორგანო - აუდიტის სამსახური განახორციელებს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ მიმართულებებზე საპარლამენტო კონტროლი კვლავაც გაგრძელდება და აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიშში პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ანტიკორუფციულ საკითხებზე ცალკე მოხსენება გაკეთდება.
კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.