„სახლში ნახეს გარდაცვლილი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1779479477
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ.
მათივე ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტომ დაიწყო მოკვლევა - არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა შპს "ფუდ გალერი საქართველოში" (მზა კერძების წარმოება, რეალიზაცია), ს/კ 412797451, ქუთაისი, თავისუფლების 106, საიდანაც მოქალაქეებმა მიწოდების სერვისით შეიძინეს ე. წ. დიეტური კვების მენიუ, კერძოდ, შპს "ფუდ გალერის" მიერ მომზადებული სურსათი (ბრინჯი ქათმით, ომლეტი, ბოსტნეულის კოქტეილი ქათმით და ტირამისუ).
"ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; გაიცა დამატებითი მითითებები რეცხვა-დეზინფექციის, აღჭურვილობებისა და პერსონალის ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შესახებ.
მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე გამოსაკვლევად აღებულია შემდეგი სურსათის ნიმუშები: ბრინჯი ქათმის ხორცით (ე.წ. უზბეკური ფლოვი), კვერცხი (ომლეტი) სოკოთი, ბოსტნეულის სალათის კოქტეილი ქათმის ხორცით, ტირამისუ და ქათმის ხორცი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.