კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ირანის საკითხი განიხილა, რის შემდეგაც, ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება დიპლომატიური საშუალებებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა, ამ დიალოგში შუამავლობა შეასრულოს. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონტაქტებს სხვადასხვა დონეზე. ლიდერებს შორის წინა სატელეფონო საუბარი 15 ნოემბერს შედგა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა.