1769975663
ეკა სეფაშვილი გრანტების შესახებ კანონზე: იმედი მაქვს, კიდევ შევიტანთ ცვლილებებს იმისთვის, რომ დამატებითი უკანონო ფულის შემოდინების წყარო გადაიკეტოს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა მმართველი გუნდის ინიციატივას გრანტების კანონის შესახებ.
როგორც სეფაშვილმა განაცხადა, ეს კანონი იქნება საბოლოო იმისთვის, რომ დაეზღვიოს უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში.
„არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ რაღაც ხვრელი აღმოაჩინონ, ამის თეორიულ შანსს მაინც ვიტოვებ, რადგან ახლა ეს დამატებები, რაც კანონში მიდის, იმან გამოიწვია, რომ თავდაპირველად მიღებულ კანონში რადიკალებმა და აგენტებმა აღმოაჩინეს ის ხვრელები, რომლითაც მათ შეძლეს საქართველოში კიდევ დამატებით შემოეტანათ უკანონო ფული და უკანონო საქმიანობა დაეფინანსებინათ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
სეფაშვილი იმედოვნებს, რომ კანონში შევა ცვლილებები იმისათვის, რომ დამატებითი უკანონო ფულის შემოდინების წყარო გადაიკეტოს.












