მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
ევროპაში მოიკრეფენ ძალას ის ადამიანები, რომლებისთვისაც ისეთი ღირებულებები, როგორიცაა დიალოგი, ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანობა მნიშვნელოვანია და ამ ღირებულებებს დაეფუძნება, როგორც ევროპული ბიუროკრატია, ასევე მათი ქვეყნების განვითარების ვექტორები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბრისას.
მან კომენტარი გააკეთა საქართველოს შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ელჩების მხრიდან ღია ჩარევებზე. ეკა სეფაშვილის თქმით, ქართველი ხალხი მიხვდა ქვეყნის მიმართ ელჩების მხრიდან უხეშ ჩარევას და ევრობიუროკრატებიც დადგნენ იმ ფაქტის წინაშე, რომ ამ ჩარევებს შედეგი არ მოჰყვა.
„ელჩებიც პიროვნულად იძულებულები არიან შეასრულონ ის დაკვეთა, რომელიც მათი დედაქალაქებიდან მოდის, რომლებიც მართულები არიან საქართველოს ომში ჩათრევის მსურველი ძალების მიერ. ამ ძალებს კი უნდათ ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვა იმის გამო, რომ გარკვეული გადანაწილება მოხდეს ფრონტის ხაზზე, სადაც დღეს ძალიან დაძაბული ვითარებაა.
ჩვენ გვახსოვს 27 ელჩის მიერ რამდენიმე წლის წინ განხორციელებული სამარცხვინო დე-მარში, რაც არ შეეფერებოდა ევროპის ქვეყნებს და ევროპელი ელჩების ესარაევროპული საქციელი დასრულდა იმით, რომ მათ მწარე ფიასკო განიცადეს. საუბარიეხება მიხეილ სააკაშვილის ვითომ ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობას, რაც აღმოჩნდა სრული ფარსი. სარჩელი, რომლის შეტანასაც სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის ადვოკატებიმისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აპირებდნენ, სასამართლომ განსახილველადაც კი არ მიიღო.
ახლაც, საპარლამენტო არჩევნების დროს, ჩვენ ვიხილეთ ელჩების პირდაპირი და უხეშიჩარევები საქართველოს შიდა საქმეებში.საბედნიეროდ, ქართველი ხალხი დაქართული საზოგადოება ძალიან კარგადაცნობიერებს იმ სიმართლეს და რეალურპოლიტიკას, რაც საქართველოს გარშემოვითარდება.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო „ხალხის ძალის“ როლი, როდესაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ამის შესახებ საუბარი. ხალხმა ძალიან კარგად გაიგო ეს ყველაფერი და ახლაც, მმართველი პარტია ამ პოლიტიკას ახორციელებს. ეს არის ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი - ხალხის ნება და სურვილები, ოღონდ იმ ხალხის, ვინც ინფორმაციას ფლობს. როდესაც ელჩების მხრიდან უხეშ ჩარევას ჰქონდა ადგილი, მათ ნახეს, რომ ამ ჩარევებმა შედეგი ვერ გამოიღო, იმიტომ, რომ ის რეპუტაცია, რაც ადრე ჰქონდა ევროპელ ელჩებსა და ევროპულ ქვეყნებს, არასამართლიანი და ორმაგი სტანდარტების გამო, დროთა განმავლობაში მთლიანად გაცამტვერდა.
დღეს ჩვენ ვისმენთ ევროპელების არაევროპულ განცხადებებს საქართველოს შესახებ, რომლებიც გაჯერებულია ტყუილებით, რასაც, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი არ იჯერებს. ვფიქრობ, ევროპაში მოიკრეფენ ძალას ის ადამიანები, რომლებისთვისაც ისეთი ღირებულებები, როგორიცაა დიალოგი, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანობა მნიშვნელოვანია და ამ ღირებულებებს დაეფუძნება, როგორც ევროპული ბიუროკრატია, ასევე მათი ქვეყნების განვითარების ვექტორები“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.