GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე მოსახლეობას აფრთხილებს
1753729972
სიმართლე უნდა ითქვას მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე თბილისს კახა კალაძისთანა ქალაქის მერი არ ჰყოლია. კახა კალაძემ ამ ბოლო რვა წლის მანძილზე თავისი დაუღალავი საქმიანობით, ნიჭით, სპორტული ჟინით და ახალგაზრდული ენერგიით, ახალი სული შთაბერა ჩვენს მრავალსაუკუნოვან, ჭაღარა დედაქალაქს, - წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ისევე როგორც განვლილ ორ არჩევნებშიც, ახლაც კახა კალაძის გამარჯვებას ალტერნატივა არ გააჩნია.
„სიმართლე უნდა ითქვას მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე თბილისს კახა კალაძისთანა ქალაქის მერი არ ჰყოლია. კახა კალაძემ ამ ბოლო რვა წლის მანძილზე თავისი დაუღალავი საქმიანობით, ნიჭით, სპორტული ჟინით და ახალგაზრდული ენერგიით, ახალი სული შთაბერა ჩვენს მრავალსაუკუნოვან, ჭაღარა დედაქალაქს:
კახა კალაძემ თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ მონდომებული, სამშობლოს მოყვარული ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა;
კახა კალაძემ ნათელყო, რომ ამ ქვეყნად სიკეთის კეთებას ალტერნატივა არ აქვს;
კახა კალაძე არის ის მერი, რომელიც მთელ თავის კუთვნილ ხელფასს ურიცხავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს;
პრინციპიდან - "საქმემან შენმან გამოგაჩინოს" გამომდინარე 4 ოქტომბრის ქალაქის მერის არჩევნებში, ისევე როგორც განვლილ ორში, მესამედაც კახა კალაძის კანდიდატურა და აქედან გამომდინარე მისი გამარჯვებაც უალტერნატივოა. ამას უნდა შეეგუოს ყველა-ვინაიდან მოქმედებს ძველთაგანვე ცნობილი სიბრძნე: "ხმა ღვთისა, ხმა ერისაო"!“, - წერს გვენეტაძე.