ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო დარღვევებზე შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყოს. ეს ზურაბიშვილმა ქართული ქარტიის ხელმომწერ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ თქვა.
ზურაბიშვილის თქმით, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უნიკალური საშუალება, გადაწყვიტოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი.
"რაც შეეხება იმას, საითკენ მივდივართ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება ერთობლივად, რაც დღეს გამოიკვეთა და გამოიკვეთება მომავალ პერიოდებში, როცა ჩვენ გვექნება შეხვედრები კიდევ, არის ის, რომ ჩვენ არამხოლოდ ვრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოში, მაგრამ პირველი ეტაპი და პირველი ქმედება, რაც უნდა დაიყოს და დაიწყება ამ საღამოსვე, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე. საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი და ქვეყნის ისტორიაში უნიკალური საშუალება, რომ გადაწყვიტონ ეს ძალიან ღრმა კრიზისი ქვეყნის, რომელიც არ ვიცით როგორ და საით შეიძლება წავიდეს, გადაწყვიტონ ეს კრიზისი პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ამის მაგივრად, საკონსტიტუციო არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ჯერ არც ნიშნავს სხდომას.
ასე, რომ ჩვენი ძალისხმევა პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების ამ დღეებში უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი, რომელიც შეტანილია და რომლის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში"- თქვა ზურაბიშვილმა.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530