6 საკვები, რომელიც უნდა მივირთვათ ზაფხულის სიცხის დროს - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს
1754316284
ძალიან უცნაურია როცა ასეთი რანგის პოლიტიკური ფიგურები ტოლობის ნიშნებს სვამენ გაუმჭვირვალობასა და ევროპას შორის, ტოლობას სვამენ ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ევროკომისრისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების ულტიმატუმს, რომ საქართველომ გააუქმოს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონები, რის შემდეგაც გაგრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი.
„დონალდ ტრამპის ერთ-ერთი დაპირებაა, რომ აკრძალავს ისეთი ლგბტ პროპაგანდის ისეთ თემებს, რომელიც ჩვენს კანონშია ასახული. ძალიან საინტერესოა, ეს ლიდერები ბატონ ტრამპსაც იმავეს მოუწოდებენ თუ არა, რასაც ჩვენ გვკარნახობენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.