ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, მგონია, რომ მხიარულად დაიშლებიან - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

ხედავთ, როგორია რაოდენობა. ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი პარტიული აქცია და სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი.

„თქვენც შეგიძლიათ, ნახოთ კადრები. მაგალითად, ნახეთ კადრები, თავისუფლების მოედანზე რამდენი ადამიანია. ძალიან ცოტაა. ეს ყველაფერი ჩანს თვალით და თვალით ჩანს, რომ არის ძალიან ცოტა. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ ნაცმოძრაობაშია. არის ჩვეულებრივი პარტიული აქცია, რომელიც დაანონსდა. გამომდინარე იმ მწირი მხარდაჭერიდან, რომლითაც სარგებლობს კოლექტიური ნაცმოძრაობა, რა თქმა უნდა, სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ