ძალიან სასაცილოა, რომ ილანძღებიან და შემდეგ საკუთარ გვერდს კეტავენ კომენტარებისთვის, იციან რა ხალხის რეაქცია - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომლებმაც მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. სააკაშვილის შეფასებით, აღნიშნულ პოლიტიკოსებთან ერთად ბრძოლაში შესვლა საშიშია და ეს პირდაპირ დამარცხების რეპეტიციას წარმოადგენს, ვინაიდან ისინი ხალხის კრიტიკასა და ობიექტურ რეაქციას გაურბიან.

"რა ბინძური, სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს ოპოზიციონერებმა ჩემი მისამართით ამ დღეებში. თან ძალიან სასაცილოა, რომ ილანძღებიან და შემდეგ საკუთარ გვერდს კეტავენ კომენტარებისთვის. იციან რა ხალხის რეაქცია, "თქვა მან და ბუჩქებში გაუჩინარდა". ამ კონკრეტულ მოღვაწეებთან ერთად ბრძოლაში წასვლა საშიშია, ვინაიდან ეს დამარცხების რეპეტიციაა," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილსა და პარტია "ახალის" ლიდერს, ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება რამდენიმე დღეა გრძელდება. უთანხმოება მას შემდეგ გამწვავდა, რაც გვარამიამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით "ტრავმულ მეხსიერებასა" და ნიკოლ ფაშინიანის მაგალითზე ისაუბრა. ყოფილი თანაგუნდელები სოციალურ ქსელში ერთმანეთის მისამართით მძიმე ბრალდებებს, მათ შორის ფინანსურ საკითხებსა და პარტიის გაძარცვაზე, აქტიურად აჟღერებენ.