ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
პრემიერის თქმით, სხვადასხვა ტიპის ექსტრემისტულ და რადიკალურ აქტივობებს უცხოელი კოლეგები ზოგჯერ კონკრეტული განცხადებებითაც ახალისებენ.
„არის სხვადასხვა ტიპის ექსტრემისტული რადიკალური აქტივობები, ჩვენ პირველად არ ვართ ამის მომსწრე და ამას დუმილით და ზოგჯერ კონკრეტული განცხადებებითაც ახალისებენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. სამწუხაროდ, ღირებულებებს არ ეფუძნება ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები. ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციები, მაგრამ დღეს ისინი ამ ტრადიციებს არად დაგიდევენ“, - განაცხადა პრემიერმა.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479