რა იზიდავს გველებს ეზოში - ექსპერტებმა 5 მიზეზი დაასახელეს
1793550649
,,ქართული ოცნება" პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ბრიუსელის დუმილს ორმაგ სტანდარტს უწოდებს.
მმართველი გუნდის თქმით, ლიდერები, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევიან, ვარშავაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო შექმნილ კრიზისზე დუმან.
ოფიციალური თბილისისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ბრიუსელს ქვეყნის მიმართ შერჩევითი და უსამართლო მიდგომა აქვს.
"პოლონეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს. ძალიან საინტერესოა, ასევე, ევროკავშირის ელჩი სად არის და რატომ არ აკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით, რატომ არ აქვს რაიმე კომენტარი საკუთარ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი. დიდი ხანია უკვე ჩვენი საზოგადოება ხედავს, რა გზა გვაქვს არჩეული და როგორი მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესები და არა ვიღაცის და გარე დაკვეთებით ხელისუფლების მართვა," - განაცხადა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ.