თბილისის საკრებულოში ლილო-ორხევის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს წინასაარჩევნო შეხვედრები ჰქონდა

jo

თბილისის საკრებულოში ლილო-ორხევის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს წინასაარჩევნო შეხვედრები ჰქონდა. მამუკა ხაბარელმა მოსახლეობასთან ავარიული საცხოვრისების ჩანაცვლებაზე, ინფრასტრუქტურის განახლებასა და ურბანული სივრცეების მოწყობაზე ისაუბრა.

"შევხვდით ორხევის მოსახლეობას, გავეცანით მათ საჭიროებებს, ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული, რა თქმა უნდა, დაინტერესება ძალიან დიდი იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ასეთი ჩართულობისთვის, ასეთი აქტიური მონაწილეობისთვის და ბუნებრივია, ბევრჯერ აღვნიშნე, რომ მოსახლეობის ჩართულობა მომდევნო პროექტების და ჩვენი გეგმების განხორციელებაში, უმნიშვნელოვანესია," - აცხადებს მამუკა ხაბარელი.