პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"კურიერის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას პირველ კომენტარს, რომელიც "მთავარ არხზე" უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ეხება, მმართველ გუნდში აფასებენ.
თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკაში, "სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით, შემოდის შავი ფული, რომელიც შემდეგ კონკრეტულ ტელევიზიებში მიედინება".
"ცხადია, არის კითხვის ნიშნები, რადგან ერთ-ერთი დამფინანსებელი პირდაპირ საუბრობს ამასთან დაკავშირებით, რომ შავი ფული ტრიალებდა აღნიშნულ ტელევიზიაში. ეს თუ ასეა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ზოგადად, პოლიტიკაში შავი ფული, რომელიც შემოდის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით და შემდეგ ეს მიედინება კონკრეტულ ტელევიზიებში, ან ხმარდება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ეს ძალიან მძიმე და ძალიან ცუდია," - აცხადებს კახა კალაძე.
საკითხზე, ნიკა გვარამიამ პირველი კომენტარი გააკეთა. გვარამია აცხადებს, რომ ტელევიზიის ერთ-ერთ მოქმედ დირექტორს, გიორგი ქურდაძეს საერთოდ არ იცნობს, ბრალდებები აბსურდულია, ტელევიზიაში შესული თანხები კი - დეკლარირებული.
საპირისპიროს ამტკიცებს ქურდაძე, რომელიც ეროვნული და "თიბისი" ბანკისთვის გაგზავნილ წერილებში "მთავარ არხზე" უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე წერს. დოკუმენტებში საუბარია გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდ ფულზე, რომელიც კობა ნაყოფიას უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიას ხელით ჯერ ტელევიზიაში შეაქვს, შემდეგ კი მილიონები უკვე სარეკლამო კომპანიის ანგარიშზე ხვდება და საქართველოსა და უცხოეთში ირიცხება.