1738418964
,,დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა" - შალვა პაპუაშვილი
"3 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო "რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ, რომელსაც რაიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, ამ დღეებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ასეთი ხალხის პოზიცია, შეაფასა როგორც არაკეთილსინდისიერი" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელშიწერს და 2022 წლის 1 თებერვალს მიღებული რეზოლუციის ფოტო დოკუმენტებს აქვეყნებს.
ასევე როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა:
"ზუსტად 3 წლის წინ, 2022 წლის 1 თებერვალს, ომამდე თითქმის ერთი თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო "რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.
რეზოლუციის მთავარი არსი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, მისი სუვერენიტეტის პატივისცემის ხაზგასმა და, ყველაზე მთავარი, ომის არდაშვებისკენ მოწოდება იყო.
რეზოლუციას რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, იმ მიზეზით, რომ ის რუსეთის მიმართ საკმარისად აგრესიული არ იყო.
ამ დღეებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ასეთი ხალხის პოზიცია, რომლებიც ომის მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებს პროპაგანდისტულად არბილებდნენ და მალავდნენ, შეაფასა, როგორც არაკეთილსინდისიერი.
ქართული რეალობისთვის კი ამგვარი პოზიცია ღალატს უდრიდა. სამი წლის გადმოსახედიდან, ყველა, ვინც ამ რეზოლუციას აკრიტიკებდა და მომდევნო კვირებში საკუთარი მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებას მოითხოვდა, დღეს პოტენციურად ან დატირებულიიქნებოდა, ან დამტირებელი.
დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და იგი ეროვნული ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით იყო ნაკარნახევი,"- წერს შალვა პაპუაშვილი.