დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს სურვილი აქვს, პროტესტი გამოთქვას ან აქციაში მიიღოს მონაწილეობა, საქართველოს კონსტიტუციით ეს უფლება დაცულია, ხოლო ძალადობრივი პროტესტი დაუშვებელი.

,,ვნახეთ, რომ აქციებმა, რომლებიც პარლამენტთან იმართებოდა, საბოლოოდ, რადიკალური ჯგუფების მოწოდებების შემდეგ, ძალადობრივი ხასიათი მიიღო, თუ ვინმეს სურვილი აქვს, პროტესტი გამოთქვას ან აქციაში მიიღოს მონაწილეობა, რა თქმა
უნდა, საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მშვიდობიანი პროტესტი, ძალადობრივი პროტესტი დაუშვებელია.

განსაკუთრებით მივმართავდი დონორ ორგანიზაციებს, რომელთა მიერ დაფინანსებული „ენჯეოებიც“ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად არიან ხოლმე თანაორგანიზატორი არიან აქციების და, სამწუხაროდ, სწორედ მათი მოწოდებებით იქცევა ეს აქციები ძალადობრივად. ამიტომ, დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, რომ არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში“, –განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.