1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიისთვის დაწესებული სანქციები, შესაძლოა შეამსუბუქოს. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის სანაცვლოდ სირიის ლიდერმა აჰმედ ალ-შარაამ ამერიკის პრეზიდენტს მინერალების შეთანხმების გაფორმება და საკუთარ ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსების გამოყენება შესთავაზა.
The Times-ის ინფორმაციით, ალ-შარაამ დამასკოში Trump Tower-ის აშენების შესაძლებლობის საკითხიც დააყენა. ეს შეთავაზებები, სირიის ლიდერმა ამერიკის პრეზიდენტს შუამავლების მეშვეობით გადასცა.
როგორც The Times-ი იუწყება, აჰმედ ალ-შარაამ პრეზიდენტ ტრამპთან პირისპირ შეხვედრის სურვილსაც გამოთქვამს, თუმცა ის ოფიციალური ვაშინგტონის მიერ, ამ დრომდე ტერორისტად განიხილება.