რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
1767692754
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე ვენესუელაში „კანონი და წესრიგი“ და ეკონომიკური დისციპლინა უნდა აღდგეს. The Post-თან საუბრისას მან ასევე გააზიარა საკუთარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით შეძლებს თუ არა ნობელის მშვიდობის პრიზის მფლობელი მარია კორინა მაჩადო ვენესუელელების მხარდაჭერის მოპოვებას, რომელიც მას ქვეყნის მართვისთვის დასჭირდება.
„არა მგონია, რომ მას ხალხის საჭირო მხარდაჭერა აქვს. არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიგებს, თუ მხარს დავუჭერ. მაგრამ მე ის ძალიან მომწონს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამ თემაზე დამატებით კითხვებზე პასუხისას მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში არჩევნები მეორეხარისხოვანი საკითხია.
„ქვეყანა [ვენესუელა] სწორად უნდა ვმართოთ. ვენესუელა ისე უნდა ვმართოთ, რომ შევძლოთ მათი ეკონომიკური რესურსების გამოყენება - მათ შორის ნავთობისა და სხვა ღირებული რესურსების“, - აღნიშნა ტრამპმა.
3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის“ მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს. ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ კი დელსი როდრიგესი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად დანიშნა.