ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის
1737360741
ინაუგურაციის წინა დღეს დონალდ ტრამპმა Capital One Arena-ზე შეკრებილ მხარდაჭერებს მიმართა. ტრამპის თქმით, ის მოხარულია დაბრუნებით.
„ჩვენ გავიმარჯვეთ“, – უთხრა ტრამპმა შეკრებილ მხარდაჭერებს.
ტრამპმა ასევე ისაუბრა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის თქმით, ეს შეთანხმება მისი ისტორიული გამარჯვების შედეგია.
„ამ კვირაში ჩვენ მივაღწიეთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, როგორც ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის პირველ ნაბიჯს. ეს შეთანხმება მხოლოდ ნოემბერში ჩვენი ისტორიული გამარჯვების შედეგად შეიძლებოდა, მომხდარიყო. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ პირველი მძევლები უკვე გათავისუფლდნენ“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა მომავალმა ადმინისტრაციამ ამის მიღწევა სამ თვეზე ნაკლებ დროში შეძლო.
„პრეზიდენტად ყოფნის გარეშე იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე შეძლეს პრეზიდენტად ყოფნის დროს ოთხი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპი ასევე შეეხო „ტიკ ტოკის“ საკითხს. „ტიკ ტოკი დაბრუნდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ეს აპლიკაცია ძალიან პოპულარულია და სხვა გზა არ აქვთ, ის უნდა გადაარჩინონ.