სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტასა და თელავში პრობლემები შექმნა
1753992233
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევს საკუთარ სიტყვებზე დაფიქრებას ურჩევს.
„მე არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ, ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა, მე არ მაინტერესებს. ჩვენ ინდოეთთან ძალიან ცოტა საქმიანი ურთიერთობა გვქონია, მათი ტარიფები ძალიან მაღალია, თითქმის ყველაზე მაღალი მსოფლიოში. ასევე, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის არ აწარმოებენ საერთო ბიზნესს. დავტოვოთ ეს ისე, როგორც არის, და ვუთხრათ მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ის პრეზიდენტია, ყურადღება მიაქციოს მის სიტყვებს, რადგან ის ძალიან საშიშ ტერიტორიაზე გადადის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მანამდე დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი არ არის ისრაელი ან ირანი, რომ ულტიმატუმები წაუყენონ და ტრამპს მოუწოდა, არ გააგრძელოს „მძინარე ჯო ბაიდენის გზა“.