უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მის ინაუგურაციამდე ღაზაში მყოფ მძევლებს არ გაათავისუფლებენ, „ჯოჯოხეთურ საფასურს“ გადაიხდიან.
„მძევლები თუ არ გათავისუფლდებიან 2025 წლის 20 იანვრამდე, იმ თარიღამდე, როდესაც მე ამაყად დავიკავებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობას, ისინი, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ, ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდიან; ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან, დაზარალდებიან იმაზე მეტად, ვიდრე ვინმე დაზარალებულა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ისრაელზე თავდასხმის დროს „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა 250-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მონაცემებით, მათ შორის არიან ისრაელისა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.
როგორც „როიტერი“ წერს, ღაზაში დარჩენილი 101 მძევლიდან დაახლოებით ნახევარი ცოცხალია. „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ანკლავში თითქმის 14-თვიანი ომის დროს ღაზაში 33 მძევალი მოკლეს.