დიმიტრი სამხარაძე ფასების პოლიტიკასთან დაკავშირებულ დებატებზე: პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემას ეხება დღევანდელი დებატები, არგუმენტებით და ხალხისთვის სიმართლის მიწოდებით

დიმიტრი სამხარაძე

პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დღეს საღამოს "იმედზე" დაგეგმილ დებატებს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და ასევე მათი ოპონენტები - გიორგი ხაბაშვილი, მარიამ იაკობიძე, ლაშა რიჟამაძე და რამაზ გერლიანი.

სამხარაძე აცხადებს, რომ დღეს მაყურებელს ირაკლი კობახიძის მორიგი მასტერკლასი ელოდება, რომელიც საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს თემას - ფასების პოლიტიკას ეხება. „პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემას ეხება დღევანდელი დებატები. არგუმენტებით და ხალხისთვის სიმართლის მიწოდებით", - წერს დიმიტრი სამხარაძე.