ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„არ იყო მარტივი მოსასმენი ის დასკვნა, რაც ქალბატონმა თეამ [წულუკიანმა], საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა წარმოადგინა. თავების მიხედვით არის აღწერილი დასკვნაში, რაც ხდებოდა ძალადობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. რაც ვერ შეძლო რუსეთმა, ამას ხელი შეუწყო სწორედ მაშინდელმა [„ნაციონალური მოძრაობის“] ხელისუფლებამ, რომელმაც ყველანაირი პირობა შექმნა იმისა, რომ ასეთი მძიმე დასასრულით დასრულებულიყო 2008 წლის ომი. გმირ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება და ბევრმა მათგანმა საპყრობილეში ამოყო თავი, არადა ისინი სამშობლოს იცავდნენ“, - აღნიშნა ხუნდაძემ.