მოსკოვში აცხადებენ, რომ მიიღეს ცხრა ქვეყნის დასტური, რომ მათ BRICS-ის პარტნიორობა სურთ
1734977561
პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აქციებში მცირეწლოვანი ბავშვების მონაწილეობას ეხმიანება.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბავშვების პოლიტიზება და ამ პროცესებში მათი ფარად გამოყენება ეს არის პოლიტიკური პედოფილია“- წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტები ამ თაობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაულია.
მისი თქმით, ეს პროცესები იქიდან იწყება და ფინანსდება, საიდანაც რწმენას, ღირსებასა და ოჯახურ ღირებულებებს ებრძვიან.
„ქართველობის ნგრევას სკოლებშიც შეუდგნენ. ყველამ უნდა იცოდეს ეს იქნება აქტივისტი, დირექტორი, მასწავლებელი, მშობელი თუ მათი წამქეზებელი, რომ ბავშვების პოლიტიზება და ამ პროცესებში მათი ფარად გამოყენება ეს არის პოლიტიკური პედოფილია და მომავალი თაობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაული.ეს პროცესები სწორედ იქიდან იღებს სათავეს და დაფინანსებას,საიდანაც ებრძვიან ღირსებას, რწმენას, ოჯახურ ფასეულობებს, თაობათაშორის აქამდე მოტანილ ტრადიციებს. ეს არ დაგეგმილა ჩვენი ერის სასიკეთოდ. ეს მხოლოდ ცალ ფეხზე მორჩილად დგომის მცდელობაა. ეს არის ფსევდოლიბერალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც უკვე თავად ამერიკაში უთხრა საზოგადოებამ უარი და ევროპაშიც ის პოპულარობას კარგავს. ნურც რუსულ "პავლიკ მოროზოვობას" ურჩევთ შვილებს. ქართველობა და ილიას სამი მცნებაა-"ენა, მამული, სარწმუნოება"გამოსავალი და არა ზურგჩანთიანი ჭინკების თარეში რუსთაველზე. გაუფრთხილდით ბავშვების საუკეთესო ინტერესს და სამშობლოს რყევას მათივე მონაწილეობით "ზეიმად" ნუ აქცევთ!“- აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.