დიმიტრი გვრიტიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს ანგარიში პირდაპირ პასუხს სცემს ე.წ. კლანის თუ გავლენიანი ჯგუფის არსებობის საკითხს სასამართლო სისტემაში

დიმიტრი გვრიტიშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლოს შესახებ, მორიგი დადებითი ანგარიში გამოქვეყნდა.

„მორიგი დადებითი ანგარიში გამოქვეყნდა საქართველოს სასამართლოების შესახებ. ეს ანგარიში პირდაპირ პასუხს სცემს ე.წ. კლანის თუ გავლენიანი ჯგუფის არსებობის საკითხს სასამართლო სისტემაში. კერძოდ, ევროკომისია თავის ამ ანგარიშით ადასტურებს, რომ კორუფცია რადგან პრაქტიკულად არ არსებობს, აქედან გამომდინარე, არ არსებობს ჩემი კოლეგა მოსამართლეების მიმართ რაიმე გარე თუ შიდა ზეგავლენის თუ ზემოქმედების ბერკეტი. ამ ბოლო, 3 დღის განმავლობაში, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლოები აჩვენებენ ევროპული სახელმწიფოების მაჩვენებელს და ევროკავშირისა და ნატო-ს რიგ წევრ ქვეყნებს უსწრებენ კიდეც დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მაჩვენებლით. დღევანდელმა კვლევამ დაადასტურა, რომ კორუფციის რისკების არსებობის თვალსაზრისითაც, საქართველოს საკმაოდ წარმატებული ადგილი უკავია", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილს მოლოდინი არ აქვს, რომ სასამართლოს მიმართ შეტევები დასრულდება. იუსტიციის საბჭოს უმაღლესი წევრი ვარაუდობს, რომ ახლა ოპონენტები გამოსავლის პოვნას დუმილით შეეცდებიან.

„წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, რაიმე ობიექტური მონაცემებს არც არასდროს ეფუძნებოდა. ეს იყო სუფთა ცილისმწამებლური კამპანია. ჩემი აზრით, ამ ანგარიშშ უბრალოდ დუმილი მოჰყვება. წარმომიდგენია რა მოხდებოდა, ევროკომისიის ანგარიშში რომ ყოფილიყო რაიმე სახით უარყოფითი მონაცემების ამსახველი სასამართლოს მიმართ. ყველა რადიკალური ძალა, ასევე „ენჯეო“ სექტორი ერთმანეთს გაასწრებდნენ ბრიფინგების გამართვაში, მაგრამ, ახლა დუმილია“, - აღნიშნა გვირტიშვილმა.

საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.