„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ აქციის ორგანიზატორებს.
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დიღმის იზოლატორში იმყოფებიან. ისინი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ზოდელავა და ნადირაძე პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დააკავა. კლინიკა "ჰელსიკორში" მოხდა კიდევ ერთი ორგანიზატორის, პაატა ბურჭულაძის დაკავება. ის სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. სწორედ ის და ზოდელავა იყვნენ პირველები, რომლებმაც, აქციის მონაწილეებს ხელისუფლების დამხობისკენ და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებისკენ მოუწოდეს. რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, ის პოლიციამ საცხოვრებელ სახლში აიყვანა.
"დილის 6 საათზე ვიყავით იზოლატორში შესულები, შევხვდით ბატონ პაატას, ვესაუბრეთ. თავს გრძნობს მხნედ, ოფიციალური ბრალდების დადგენილებასაც ველოდებით. ბრალის წარდგენის შემდეგ მეტი დეტალი გვეცოდინება და მეტ დეტალზეც შევძლებთ საუბარს. არ გვქონია ამაზე საუბარი. ჯერჯერობით, სანამ ბრალი არ იქნება წარდგენილი, მანამდე ვერაფერს გეტყვით დამატებით", - აცხადებს პაატა ბურჭულაძის ადვოკატი ლევან ყველაშვილი.