კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1734166920
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებები პოლიტიკური შეფასებების საგანია. "ქართული ოცნება" ყურადღებას ამახვილეს ინტერვიუს იმ ფრაგმენტზე, სადაც პია კაუმა საკუთარი ქვეყნის მაგალითზე საუბრობს. მაშინ როდესაც მას ჰკითხეს იმ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვით, საქართველოში ვიზიტი აღიქმებოდა, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხელის შეწყობა, პია კაუმამ ფინეთის მაგალითზე თქვა, რომ გარედან არავინ უნდა თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა.
აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს "ქართული ოცნება." უფრო მეტიც, "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაამყარა ის, რაზეც დიდი ხანია თავად საუბრობენ.
"მათი[იპოზიციის] მთავარი ლეგიტიმაციის მომნიჭებელი სიტყვა არის, ის რომ არჩევნები უნდა იყოს კონკურენტული, რაც, რა თქმა უნდა [ეუთო/ოდირის] ანგარიშში მოხვდა. ასევე, ის, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ აწარმოოს თავისი წინასაარჩევნო კამპანია თავისუფალ რეჟიმში, რაც, ასევე, ანგარიშში იყო ხაზგასმული, ამიტომ, ყველაფერზე წერტილი დასმულია.
იმ შეკითხვასთან დაკავშირებით, რაც მას[ პია კაუმას] დაუსვეს, რომ გარედან ლეგიტიმაციის აღიარება ხდებოდეს თუ არაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ყოვლად დაუშვებელი, ვინაიდან ეს აყენებს შეურაცხყოფას ქვეყნის სუვერენიტეტს. ფაქტობრივად იგივე გაიმეორა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ და დიდი მადლობა მას ამ ობიექტურობისთვის, ვინაიდან ეს ყველაფერი ეყრდნობოდა მხოლოდ ობიექტურ შეფასებას," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიზიტი გადადო, ვრცელი განმარტება გააკეთა. "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ფინეთის პარლამენტის წევრი პია კაუმა გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. ამბობს, რომ სამი ოპოზიციური პარტიიდან მიიღო წერილი და მან მიიჩნია, რომ ქვეყანაში არ არსებობდა ამ ეტაპზე მზაობა დიალოგის. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ დაგეგმილი და შემდეგ გადადებული ვიზიტი ხელს შეუწყობდა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას, პია კაუმა განმარტავს, რომ ეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მანდატი არ არის. "ჩვენ ასე არ ვიქცევი", - აცხადებს პია კაუმა და საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ამბობს რომ მნიშვნელოვანია, გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. "ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას", - აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.