1746807085
დიდგორის ბრძოლა იყო უთანასწორო ბრძოლა, სადაც სწორედ ერთიანობით, სიმტკიცით, ღირსებით გაიმარჯვა საქართველომ და ეს უნდა იყოს მაგალითი ჩვენთვის დღევანდელ დღესაც - კობახიძე

დიდგორის ბრძოლა იყო უთანასწორო ბრძოლა, სადაც სწორედ ერთიანობით, სიმტკიცით, ღირსებით გაიმარჯვა საქართველომ და ეს უნდა იყოს მაგალითი ჩვენთვის დღევანდელ დღესაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიდგორობის დღესასწაულზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ყველას დიდგორობა, დიდგორობა არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი ისტორია. ეს იყო ისტორიული გამარჯვება რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას.
ეს იყო სამაგალითო ბრძოლა, ეს იყო უთანასწორო ბრძოლა, სადაც სწორედ ერთიანობით, სიმტკიცით, ღირსებით გაიმარჯვა საქართველომ და ეს უნდა იყოს მაგალითი ჩვენთვის დღევანდელ დღესაც. დღესაც გვაქვს ჩვენ ურთულესი გამოწვევები, ჩვენს წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ღირსებით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი სიმტკიცით, ჩვენი პატრიოტიზმით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.