„დიახ, საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერაღიარება ყველაზე ანტაგონისტურად თუ სუბიექტურად განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს“ - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო შეფასებებს გამოეხმაურა.

მანვე აღნიშნა, რომ არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით, "ყველაზე ანტაგონისტურად და სუბიექტურად განწყობილ ძალებსაც" კი არაფერი განუცხადებიათ.

"გამოვეხმაურები საერთაშორისო შეფასებებს, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით. დიახ, საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერაღიარება ყველაზე ანტაგონისტურად თუ სუბიექტურად განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს ამასთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა, რაც ძალიან გასაკვირია. საუბარი მიდის "გამჭვირვალობის" და სხვ კანონებზე - არჩევნებზე განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. ეს აქამდე არ ყოფილა. რა შუაშია ერთი მეორესთან? რაც შეეხება იმას, ვინმემ შეძლო თუ არა, რომ არაღიარების საკითხი დაესვა - არცერთი მხრიდან არ წამოსულა, თუ ჩემი განცხადების მერე არ მოუფიქრეს და არ დაიწყეს ამაზე საუბარი. დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავდა კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.