ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
„ჩვენ დღითიდღე ვუყურებთ უფრო მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობას და ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამაზე ისაუბრეს და განმარტებები გააკეთეს გუნდის წევრებმა.
„ამის თაობაზე გუნდის წევრებმა გააკეთეს განმარტება და განცხადებები. დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკულაცია. ჩვენ დღითიდღე ვუყურებთ უფრო მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობას და ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა,“- აღნიშნა პრემიერმა.