„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
დღეს თითქოს წარსული და მომავალი იდგნენ ერთად - მე არ ვიტყვი, რომ პარტიულმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო ამდენი პროცენტი. მე ვიტყვი, რომ მომავალმა და მშვიდობის სურვილმა მოიგო ამ პროცენტით, - განაცხადა ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE".
მისივე თქმით, დღევანდელი დღე ოპოზიციისთვის უნდა იყოს სახელმძღვანელო, რომ ოპოზიციამ ამ ქვეყანაში დაიწყოს დაბადება და ოპოზიციის ადგილი არ ეკავოს ყოფილ, გაგდებულ, მანკიერ ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს მობრუნდეს ხელისუფლებაში.
„ძალიან საინტერესო დღე იყო. ერთმანეთის წინ იდგა ჩვენი წარსულის ყველაზე მანკიერი პრაქტიკა, გადაგუნდავებული, რომელმაც შეიზილა რაღაც პატრიოტული ტექსტები, იდგა არჩევნების, როგორც დემოკრატიის მთავარი საყრდენის პირისპირ. თითქოს წარსული და მომავალი იდგნენ ერთად. მე არ ვიტყვი, რომ პარტიულმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო ამდენი პროცენტი. მე ვიტყვი, რომ მომავალმა და მშვიდობის სურვილმა მოიგო ამ პროცენტით. ყველაზე სასაცილოდ ჟღერს ის, რომ თურმე არჩევნები ყოფილა რუსული სპეცოპერაცია და ვისგან გვესმოდა ეს? იმ ხალხისგან, რომელსაც 2003 წელს, ჩამოსულმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ გადასცა ძალაუფლება.
ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო იმ პოლიციელებს, ვინც დაშავდნენ, მაგრამ დღევანდელი თანაფარდობა დაშავებულ პოლიციელებსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც დაშავდა აჩვენებს იმას, თუ რა ბუნების იყო ეს პროცესი. მე ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი დღე მათთვის უნდა იყოს სახელმძღვანელო, რომ ოპოზიციამ ამ ქვეყანაში დაიწყოს დაბადება და ოპოზიციის ადგილი არ ეკავოს ყოფილ, გაგდებულ, მანკიერ ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს მობრუნდეს ხელისუფლებაში ისევ იმ მანკიერების გასაგრძელებლად. იდეაში, ოპოზიცია რა არის - რომ ამბობს ხელისუფლება ვერ აკეთებს კარგად და მე გავაკეთებთ მათზე კარგად და მე ვარ მომავალი. ჩვენ ოპოზიციად მუდმივად გვყავს წარსული, ძალადობა და ყველაზე მანკიერი სახე წარსულის“, - განაცხადა რაზიკაშვილმა.