ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა - „ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ“
1733291176
დღეს კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა ისეთი, რომ ადამიანმა უარი განაცხადა კომისიის წევრობაზე, მაგრამ არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს აღმოაჩინა, რომ კომისიის წევრად ყოფილა თურმე დანიშნული და ვერ შეძლო ხმის მიცემა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ათეული შემთხვევის დადასტურებული ფაქტი, როდესაც კლასტერში შემავალმა ოპოზიციურმა პარტიებმა პირდაპირი მნიშვნელობით, ან ხმები მოჰპარეს ამომრჩეველს, ან სცადეს რომ მოეპარათ. მათ ხელი შეუშალეს [ამომრჩევლებს] თავიანთი ნება განეხორციელებინათ არჩევნებში, რაც პირდაპირი მნიშვნელობით, შეიცავს სისხლის სამართლის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
ათეულობით შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა არ იცოდნენ რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიშნავდნენ საარჩევნო უბნებზე საკუთარ წევრებად. დღეს კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა ისეთი, რომ ადამიანმა უარი განაცხადა კომისიის წევრობაზე, მაგრამ არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს აღმოაჩინა, რომ კომისიის წევრად ყოფილა თურმე დანიშნული და ვერ შეძლო ხმის მიცემა“, - აღნიშნა გორდულაძემ.