საპენსიო ფონდი სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს
1768217479
გარედან მართული დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელება "იგლ ჰილსის" ინვესტიციის წინააღმდეგ - ასე აფასებენ მმართველ გუნდში გუბაზ სანიკიძის განცხადებას ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში.
სანიკიძემ "იგლ ჰილსის" პროექტი გააკრიტიკა, ისაუბრა ეგრეთწოდებულ არაბიზაციაზე და ქსენოფობიური განცხადებები გააკეთა. უმრავლესობა სანიკიძეს წარსულ საქმიანობას ახსენებს, როდესაც ის არაბული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციას პირადად ხელმძღვანელობდა და დღევანდლისგან რადიკალურად განსხვავებული შინაარსის გზავნილები ჰქონდა.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის თქმით, როდესაც მშენებლობა რაღაც კონდიციამდე მივა, 10 000 და მეტიც ეღირება.
"დღეს, "იგლ ჰილსი" ყიდის ჰაერს. როდესაც ჰაერს ყიდის, ამ ეტაპზე, როდესაც შენ ბინას ყიდულობ, არავითარი გარანტია არ არსებობს, გარდა იმისა, რომ არაბები ვართ მაგრები ვართ. როდესაც რაღაც კონდიციამდე მივა აშენებული, 10 000 და მეტიც ეღირება", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.