1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ეს დღე, როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რატომ არ გაუგზავნეს მიწვევა ელჩებს პარლამენტის პირველ სხდომაზე დასასწრებად.
„ამასთან დაკავშირებით განვაცხადე, რომ დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. უპირველეს ყოვლისა, ეს დღე არის ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის. პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ეს დღე, როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე. რაც შეეხება უცხო ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობა-არმონაწილეობას, სამწუხარო გამოცდილება გვაქვს იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოური მონაწილეობის ინსტრუმენტალიზება ხდება, ამიტომ, შიდა პოლიტიკურ საკითხებში არასათანადო ჩარევა რომ არ იყოს, ინსტრუმენტალიზირება სხვადასხვა საკითხის, მნიშვნელოვანია, ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს პარლამენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა არ დააკონკრეტა, დაესწრება თუ არა პარლამენტის პირველ სხდომას ბიძინა ივანიშვილი.
„ნახავთ, ნახავთ. როგორ არ ვიცი, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და მომავალი პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ვარ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამავდროულად, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზომები მიღებულია, რათა მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა. „უსაფრთხოების ზომები არის, რათა მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა, მათ შორის მედიასაც ჰქონდეს შესაძლებლობა, იმუშაოთ შეფერხების გარეშე. ვფიქრობ, კარგი ფორმატია იმისთვის, რომ გვქონდეს სამუშაო გარემო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.