1779737742
დღეს 600-ზე მეტი ახალწვეული დადებს ფიცს - პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე
თავისუფლების მოედანზე, სადაც დაახლოებით 2 საათში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია უნდა დაიწყოს, სამზადისი მიმდინარეობს.
როგორ პოლკოვნიკმა, გრიგოლ ჭელიძემ განაცხადა, წელს 600-ზე მეტი ახალწვეული დადებს ფიცს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტერიტორიაზე არიან გადანაწილებულნი.
"დღეს, საქართველოს მასშტაბით, 13 ქალაქში, ახალწვეულები დადებენ ფიცს, მათ შორს, თავისუფლების მოედანზე.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელს ვზეიმობთ, წლევანდელი თემა, ძირითადად, ეკლესია-მონასტრებს ეხება.
600-ზე მეტი ახალწვეული დადებს ფიცს, რომლებიც გაწვეულნი არიან სამხედრო სამსახურში 6 და 11 თვით. ეს ახალი პროგრამით მზადდება.
ასევე, 21 ქალაქში, თბილისს ჩათვლით, გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. მოსახლეობას საშუალება ექნება, მთელი დღის განმავლობაში დაათვალიეროს ტექნიკა, გადაიღოს სურათები, გაეცნოს შეიარაღებასა და მონაცემებს", - განაცხადა გრიგოლ ჭელიძემ.











