ცნობილია დამკვეთები - ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმე შსს-მ გახსნა
1755007150
"დიდგორის ბრძოლა ყველა თაობის ერისა და ბერისათვის არის სიმამაცისა და გონიერების ზეიმი, რწმენის სიმტკიცის, ღირსებისა და ქვეყნის დაცვის შესანიშნავი მაგალითი", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, დიდგორში მოპოვებული გამარჯვებით და სამხედრო წარმატებით, ყველა დროის ბრძენმა მმართველმა და სტრატეგმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა, საქართველოს თავისი ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა იმ ეპოქის მსოფლიოში.
"სწორედ ამ სწორუპოვარმა გამარჯვებამ მოახდინა ისტორიული გარდატეხა და საქართველო აქცია ანგარიშგასაწევ ქვეყნად - დამოუკიდებელ, ძლიერ და თვითმყოფად სახელმწიფოდ. დღემდე, დიდგორი არის ჩვენი ეროვნული ღირსებისა და სახელმწიფოებრივი იდენტობის საკვანძო ისტორიული მოვლენა.
ჩვენ დავით აღმაშენებლისა და ამ ველზე დაღუპულთა შთამომავლებს დღესაც უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნისა და ერის წინაშე. თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, გააგრძელოს გზა, რომელიც დავით მეფემ გაკვალა და ეს ღირსებით, ერთობით და რწმენით გავაკეთოთ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.