დეპუტატ ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ფიზიკური დაპირისპირება

საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ირაკლი ზარქუას, დეპუტატ ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გაბიტაშვილმა, აბუდაბის ერთ-ერთ სასტუმროში მეგობრებთან ერთად მყოფ "ქართული ოცნების" დეპუტატებს გუშინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს კი ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ჩხუბის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.