დემოკრატია არ არსებობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე. მესამე ქვეყნების ინტერესების წარმოდგენის გზებში, ევროკავშირში გამჭვირვალობისა და ღიაობის დანერგვა აუცილებელია - ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი

ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტური - ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონს ამკაცრებს და გარე ჩარევების გამო ახალ ზომებს იღებს.

ახალი წესები მიზნად ისახავს დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას. ეს წესი ვრცელდება ანაზღაურებადი ლობირების საქმიანობაზე, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. იზღუდება გარკვეული სფეროები რომლებიც ფინანსდება ან გრანტს იღებს უცხოეთიდან.

მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს ევროპარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირში გამჭვირვალობისა და ღიაობის დანერგვა აუცილებელია.

"დემოკრატია არ არსებობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე. მესამე ქვეყნების ინტერესების წარმოდგენის გზებში, ევროკავშირში გამჭვირვალობისა და ღიაობის დანერგვა აუცილებელია ჩვენი დემოკრატიული სივრცის მთლიანობის დასაცავად და უცხოური ჩარევის თავიდან ასაცილებლად. წევრი სახელმწიფოები სულ უფრო მეტად აკანონებენ ან იღებენ ზომებს ამ სფეროში ფრაგმენტული გზით. ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ვხედავთ ქვეყნებს, რომლებმაც მიიღეს კანონმდებლობა ამ საკითხზე. ამ კონტექსტში, ეს დირექტივა არის ჩვენი ინსტრუმენტების ნაწილი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად", - განაცხადა ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა, როქსანა მინზატუმ.