პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
კახა კალაძემ შოვში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო შოვში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მათ ნათესავებს, სრულიად საქართველოს. დღეს გლოვის დღეა და მართლაც, საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ბოლომდე გულთან არ მიიტანა, პიროვნულ ტრაგედიად არ აღიქვა ძალიან დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას. ასეთ დროს ყველას სოლიდარობა და ერთმანეთის გამხნევება გვმართებს. არ ვიცი, ნუგეშის რა სიტყვები არსებობს ასეთ დროს, მაგრამ ყველაზე უიმედო მდგომარეობაშიც კი იმედს გვაძლევს ისეთი ისტორიები, როგორსაც მაგალითად, ჰყვებიან სტიქიის შედეგად გარდაცვლილ გიორგი გოგინაშვილზე, რომელიც სამშვიდობოს გამოსული უკან შებრუნდა სხვების დასახმარებლად და გადასარჩენად“, – განაცხადა კახა კალაძემ.